საინტერესო აქციას ქვეყნის დედაქალაქთან ერთად სხვა რამდენიმე ქალაქიც შეუერთდა და ავტომობილის გარეშე დღე მათ უკვე მესამედ აღნიშნეს. ერთი დღის განმავლობაში ქალაქებში ყველანაირი სამანქანო მოძრაობა შეზღუდული იყო და მოსახლეობა ქუჩებში უბრალოდ სპორტით დაკავდა.
უკვე მესამე თვეა, რაც ღონისძიებამ ყოველთვიური ხასიათი მიიღო და მისი მიზანი ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა და ასევე ეთიოპიაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.
აღსანიშნავია, რომ უავტომობილო დღეებში ეთიოპელები ყველაზე მეტად ფეხბურთითა და კალათბურთით ერთობიან ხოლმე.