LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით

106
~ai-a3f69776-23e3-4bff-b09f-93b8fc52cdbb_

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Euromoney საქართველოს ბანკი კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) კატეგორიაში.  

Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს. 

საერთაშორისო დონეზე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI. 2025 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საუკეთესო ბანკად კი Erste Bank დასახელდა. 

წელს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაში საუკეთესო ბანკად საქართველოს ბანკი დასახელდა. საფინანსო ინსტიტუტი Euromoney-ს ჟიურის მიერ რეგიონის წამყვან ბანკებთან ერთად შეფასდა. 

გამოცემა ჯილდოს იმ საფინანსო ინსტიტუტებს ანიჭებს, რომლებიც საზოგადოებისთვის გრძელვადიანი, პოზიტიური გავლენის შექმნასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. 

საქართველოს ბანკისთვის ადამიანების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის რეალიზებისთვის შესაძლებლობების შექმნა ბიზნეს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო, სოციალურ, გარემოსდაცვით და მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 500 000-ს აჭარბებს.

ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფინანსური განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდებისა და მეწარმეების გაძლიერებას, გარემოსა და კულტურის მხარდაჭერას. ამ ინიციატივების მიზანია, შექმნას გრძელვადიანი შესაძლებლობები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ადამიანების, ისე ქვეყნის მდგრად განვითარებას.

„Euromoney- მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ინიციატივები და მათი გავლენა საზოგადოებაზე, საერთაშორისო დონეზეც გამორჩეულად ფასდება.

საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ბიზნესის წარმატება მხოლოდ ფინანსური შედეგებით არ იზომება – ის იმ შესაძლებლობებითაც განისაზღვრება, რომელსაც ადამიანებისთვის ვქმნით. სწორედ ამიტომ, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია ორიენტირებულია ისეთი ინიციატივების განხორციელებაზე, რომლებიც ადამიანებს განათლების, პროფესიული განვითარების, მეწარმეობისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

დღეს 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორისაა საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, თანამედროვე ბიბლიოთეკები – იდეათეკები, STEM განათლების მხარდამჭერი პროექტები, ფინანსური განათლების ინიციატივები, გარემოს დაცვის პროგრამები და არაერთი სხვა ინიციატივა, რომლებიც ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანს აძლევს განვითარების შესაძლებლობას. ჩვენ არ ვჩერდებით – მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი პროექტების შექმნას, რომლებიც ადამიანებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარება”, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, Euromoney Awards for Excellence მსოფლიოს საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოდ მიიჩნევა და უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ საფინანსო ინსტიტუტებს ავლენს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები