LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Euromoney-მ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

508
საქართველოს ბანკი

მომხმარებლისთვის შექმნილი თანამედროვე, მათ სურვილებსა და საჭიროებზე მორგებული საბანკო სერვისებისა და პროდუქტებისთვის საქართველოს ბანკმა Euromoney-ს მორიგი აღიარება მოიპოვა.

ამჯერად გამომცემლობამ ფინანსური ინსტიტუტის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება – Bank of Georgia Wealth საქართველოში საუკეთესო კერძო საფინანსო ინსტიტუტად დაასახელა.

„საქართველოს ბანკი პრემიუმ მომხმარებლისთვის ქმნის გამორჩეულ, მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც სრულად ერგება მათ ფინანსურ საჭიროებებს“, – აღნიშნავს Euromoney-ს გამომცემლობა.

მათივე განმარტებით, საფინანსო ინსტიტუტის მიერ მომხმარებლისთვის ინვესტირების გამარტივების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები, მომავალი თაობისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტები ის მთავარი ფაქტორები გახდა, რამაც საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების კატეგორიის გამარჯვებულად დასახელება განაპირობა.

უკვე 20 წელზე მეტია, Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ საფინანსო ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე საფინანსო ინსტიტუტებს ასახელებენ.

თითქმის 20 წელია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლებისთვის ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებამ Euromoney-სგან მეორე ჯილდოც მიიღო. გამომცემლობამ საფინანსო ინსტიტუტი პრემიუმ მომხმარებლებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

„2005 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გუნდი მაქსიმალურადაა ორიენტირებული მომხმარებელზე. გამუდმებით ვცდილობთ, რომ ჩვენი შეთავაზებები და სიახლეები მნიშვნელოვანწილად დავაფუძნოთ მათგან მიღებულ უკუკავშირსა და კონკრეტულ საჭიროებებზე, რადგან, ჩვენი აზრით, სწორედ ამ დიალოგის არსებობა გამოარჩევს პრემიალურ საბანკო მომსახურებას. ამ მიზნით ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების დანერგვას, არამედ  გუნდის გაფართოებასა და ახალი გამოწვევების დასახვას. ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული გუნდი ამ წარმატების განუყოფელი ნაწილია. Euromoney-სგან, როგორც დამოუკიდებელი მხარისგან მიღებული აღიარება კი ჩვენი გუნდისა და განხორციელებული ინიციატივების დაფასებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მკვლევრებისა და ექსპერტებისგან მიღებული შეფასება, რომელიც გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს დამატებით მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტად თანამედროვე, გამორჩეული საბანკო გამოცდილება“, – აღნიშნავს თეონა ბერია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები