NATO-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ლიეტუვაში განლაგებულ ფრანგულ სამხედრო კონტინგენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ორშაბათს, 20 აპრილს, ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის თვითმფრინავები აფრინდნენ.
ფრანგული Rafale თვითმფრინავების გარდა ოპერაციას ასევე შეუერთდნენ შვედეთის, ფინეთის, პოლონეთის, დანიისა და რუმინეთის თვითმფრინავები.
როგორც ირკვევა, მიზეზი რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჯგუფის გამოჩენა გახდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ორი ზებგერითი ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ და დაახლოებით ათი „სუ-30“ და „სუ-35“ ავიაგამანადგურებელი, რომლებიც სტრატეგიული ბომბდამშენების ესკორტირებას ახდენდნენ.
