ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო. დოკუმენტში სახელწოდებით – „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“, საუბარია ასევე საქართველოს შესახებ. საბოლოო დოკუმენტი ოფიციალურ საიტზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ვრცელდება ანგარიშის სამუშაო ვერსია.
აღნიშნულ დოკუმენტში საქართველოს საკითხზე საუბარია რამდენიმე კუთხით, მათ შორის, ნათქვამია, რომ „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები] ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა“.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
„მივესალმებით ეუთოს ვენის მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც, ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა, აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს და მოვუწოდებთ დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, – აღნიშნულია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ანგარიშში.