ევა ბარბაქაძის გამოჯანმრთელების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილმა თავისი 14 წლის ქალიშვილი, რომელიც 27 აპრილს საცხოვრებელი კოპრუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და მრავალი მოტეხილობა მიიღო, გაუსაძლისი ტკივილების გამო სასწრაფოდ თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. მას იქ ორი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება. ამისთვის დამატებითი სახსრებია საჭირო, ამიტომაც დედა-შვილის დასახმარებლად სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.
მათ შორისაა კონცერტი რიყეზე, რომელიც 19 ივნისს, საღამოს ხუთ საათზე გაიმართება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ biletebi.ge-ს საშუალებით ან ნომერზე: 555 14 81 41
