„სასოწარკვეთილმა დიასახლისმა“, ევა ლონგორიამ ახალი სახლი შეიძინა, რომელშიც 13,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ახლა სახლში მცირე სამუშაოებია დარჩენილი და ძალიან მალე, ევა მეუღლესთან, ხოსე ანტონიო ბასტონთან ერთად გადასახლდება.
ძვირადღრირებულ, ორსართულიან სახლში ლონგორიამ სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა რემონტი. სახლში რვა საძინებელი და ათი სააბაზანო ოთახია. ოთახებს მაღალი ჭერი, მუხის იატაკი და პანორამული ფანჯრები აქვთ.
სახლში ასევე არის სპა, სამუშაო კაბინეტი, მარანი და ჩოგბურთის კორტი.