43 წლის ევა ლონგორია და მისი მეუღლე, ხოსე ბასტონი მშობლები გახდნენ – სანტიაგო ენრიკე ბასტონი ქვეყანას ამ დღეებში მოევლინა. დედა-შვილის ფოტო კი ესპანური ჟურნალის, HOLA!-ს უახლეს ნომერში ექსკლუზიურად დაიბეჭდა.
„ბედნიერები ვართ ამ უჩვეულო საჩუქრის გამო!“ – სწორედ ასეი კომენტარი გააკეთეს ახალბედა მშობლებმა.
შეგახსენებთ, რომ ევასთვის ეს პირველი, ხოლო ბასტონისთვის – მეოთხე შვილია.

