LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევა მენდესმა პლუს-ზომის ქალბატონებისთვის კოლექცია წარმოადგინა

213

ევა მენდესი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც საზოგადოებაში არც ისე ხშირად ჩნდება. ცოტა ხნის წინ მსახიობმა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი შექმნა. სწორედ ახალი კოლექციის პრეზენტაცია გაიმართა ამ დღეებში. აღსანიშნავია, რომ კოლექცია პლუს ზომის არის.

თავად 43 წლის ვარსკვლავი საკუთარი ბრენდის კაბაში იყო გამოწყობილი და მის მაღაზიაში მისულ ვიზიტორებს ღიმილით ხვდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ევა მენდესსა და რაიან გოსლინგს, რომლებიც უკვე 6 წელია ერთად არიან, ორი საერთო შვილი ჰყავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g