LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევან მაკგრეგორი „ნათების“ გაგრძელებაში მონაწილეობას მიიღებს

91

ევან მაკგრეგორი მთავარ როლს შეასრულებს საკულტო საშინელებათა ფილმის, „ნათების“ გაგრძელებაში. ამის შესახებ Deadline წერს. პოპულარული შოტლანდიელი მსახიობი დენი ტორენსის როლს შეასრულებს.

ფილმის სცენარისტად მაიკლ ფლენეგანი დაინიშნა, რომელსაც მისტიური ნამუშევრები – „ეჭვი“ და „ოკულუსი“ ეკუთვნის.

რაც შეეხება „ნათებას“, პირველი ნაწილი ეკრანებზე 1980 წელს გამოვიდა. ცნობილი გახდა, რომ ტავად სტივენ კინგი მისი ნაწარმოების ინტერპრეტაციით აღფრთოვანებული დარჩა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები