დასავლური მედია წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუს ჰონორარი, რომელიც მან ევრო 2016 -ზე აიღო და რომლის ოდენობაც 275 ათასი ევროს შეადგენდა, ფეხბურთელმა სრულად სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფონდში გადარიცხა.
აღსანიშნავია, რომ ეს რონალდუს მხრიდან, ქველმოქმედების პირველი შემთხვევა არ არის: ის მუდმივად რიცხავს საკმაოდ დიდ თანხებს ბავშვების დასახმარებლად, თუმცა ამ ყველაფრის აფიშირებისგან თავს იკავებს.
31 წლის კრიშტიანუს ჯამში 10 მილიონ ევროზე მეტი აქვს გაღებული, რაც სპორტსმენებს შორის მაქსიმუმს წარმოადგენს.