LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2020 გეგმის მიხედვით ჩატარდება: კორონავირუსი ხელს ვერ შეუშლის

85
2785790-57499810-2560-1440

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გეგმის მიხედვით ჩაივლის და კორონავირუსის ეპიდემიის განვითარება მატჩენის ჩატარების ადგილსა და დროზე გავლენას ვერ მოახდენს.

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ უვამ აცნობა, რომ ორგანიზაცია თვალს ადევნებს ვითარების განვითარებას და უშვებს ვარიანტს, რა შემთხვევაში არ გაიმართება ტურნირი. ბოლოს კი უეფამ უფრო მკაცრი პოზიცია დააფიქსირა.

„ევრო-2020 რომში 2020 წლის 12 ივნისს დაიწყება. უეფა მუდმივ კონტაქტშია შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით. მოცემულ ეტაპზე არ არის საჭიროება რაიმე შევცვალოთ. საკითხი მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება“, – ორგანიზაციის სპიკერის სიტყვები The Guardian-მა დაწერა.

მატჩების ნაწილი რომში უნდა გაიმართოს. ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი დაინფიცირებული სწორედ იტალიაშია.
ქვეყანაში სპორტულ ღონისძიებებს ან აუქმებენ ან სხვა დროისთვის გადააქვთ.

რად უნდა შეხსენება, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა ისტორიული აღმოჩნდეს ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს არის ფინალურ ტურნირამდე. საამისოდ ჩვენმა გუნდმა ჯერ 26 მარტს ბელარუსს უნდა აჯობოს თბილისურ შეხვედრაში და წარმატების შემთხვევაში კი ისევ თბილისში ფინალი მოუწევს ჩრდ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები