LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია – სტადიონზე გულშემატკივრები იკრიბებიან

198
e159c5d327eacf30f199070de97701ae

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების საქომაგოდ იკრიბება.

მანამდე გულშემატკივარმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო.

სოციალურ ქსელში კი ვრცელდება კადრები, სადაც ქართველ და თურქ ქომაგებს შორის დაპირისპირება ჩანს.

გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა უკვე დაასახელა: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩი თურქეთის წინააღმდეგ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები