ევროკავშირი ცდილობს აშშ ტარიფების შემცირებაზე დაიყოლიოს, თანაც ისეთი პირობით, რომ სამომავლოდ ფასების ზრდაც აირიდოს თავიდან.
ევროკავშირის მთავარი მოთხოვნებია:
საავტომობილო ტარიფების შემცირება ან გაუქმება;
შეთანხმების გაფორმების შემდეგ რაიმე ახალი ტარიფის დაწესების შეზღუდვა;
მნიშვნელოვანი მოთხოვნები ეხება ფოლადსა და ალუმინს (50%), ასევე 10%-იან ტარიფებს სხვადასხვა ჯგუფებზე.
ევროკომისია შეთანხმების მიღწევას ცდილობს და არსებული დაძაბულობის გაღრმავება წესით, არც ერთ მხარეს აღარ უნდა სურდეს.
ევროკავშირი ასევე გეგმავს, რომ ამერიკაში წარმოებული და EU–ში დაბრუნებული ავტომობილებისთვის ტარიფები შეამციროს – განსაკუთრებით ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა BMW და Mercedes‑Benz
ეს ინიციატივა პასუხია 2025 წლის აპრილში აშშ–ის მიერ ავტომობილებზე დაწესებულ 25%-იან ტარიფზე და განიხილება როგორც საკომპენსაციო მეთოდი ევროპელი ავტომწარმოებლებისთვის.
ევროკავშირს და აშშ–ს შორის სავაჭრო შეთანხმება 2025 წლის 1–ელ აგვისტოს უნდა დასრულდეს და ტარიფების ზრდასთან დაკავშირებული დეტალებიც ამის შემდეგ განისაზღვრება.
თუმცა აქამდე აშშ-ს პოზიცია დადებითი არ ყოფილა, თეთრი სახლი თითქმის არც ერთ პირობას არ თანხმდება და ევროკავშირიც ინტენსიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს .