LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი მხარს უჭერს იერუსალიმის სტატუსის გარშემო მიღწეულ საერთაშორისო კონსენსუსს – ფედერიკა მოგერინი

73

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს იერუსალიმის სტატუსის გარშემო მიღწეულ საერთაშორისო კონსენსუსს და არ შეიცვლის პოზიციას, ვიდრე ისრაელი და პალესტინა ქალაქის საბოლოო სტატუსის გარშემო არ შეთანხმდებიან.

„თქვენ იცით ევროკავშირის პოზიცია. ჩვენი აზრით, კონფლიქტის ერთადერთი რეალისტური გადაწყვეტა ორი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის არსებობაა, რომელთა დედაქალაქებიც იერუსალიმში, 1967 წელს შეთანხმებული ხაზის შესაბამისად მდებარეობს. ეს ჩვენი კონსოლიდირებული პოზიციაა,“ – განაცხადა მოგერინიმ.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მიღწეული საერთაშორისო კონსენსუსის მხარდაჭერას, „ვიდრე მხარეთა პირდაპირი მოლაპარაკებებების შედეგად ქალაქის საბოლოო სტატუსი არ გადაწყდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g