LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს: ევროკომისიის პრეზიდენტი

289
11

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი ტალღის ამოქმედებას იწყებს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს:

“უკრაინაში სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

სიაშია 160 პირი – ოლიგარქები, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები, ასევე ბელორუსის საბანკო სექტორი, საზღვაო ნავიგაციის ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში და კრიპტოაქტივები”, – აღნიშნულია ლაიენის “ტვიტში”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

 

magti 5g