LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს 6 თვით ახანგრძლივებს

188
15592282-695395097287347-678400038-n-890x395-c

ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, სანქციები 2021 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. ევროკავშირის ლიდერები საკითხის შემდგომ განხილვას ივნისში გეგმავენ.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები უკრაინაში ინტერვენციის გამო დაუწესა. რაც შეეხება გახანგრძლივებას, როგორც Reuters-ი წერს, ბლოკის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოსკოვმა მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g