LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი საქართველოს დამატებით 150 მლნ ევროს გამოუყოფს

98
cms-image-000027090

ევროკავშირმა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად 150 მილიონი ევრო გამოყო. გადაწყვეტილება დღეს მიიღეს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე , რომელიც ვიდეო კონფერენციის სახით გაიმართა.

კომისიამ მხარი დაუჭირა 10 პარტნიორი ქვეყნისთვის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის მიღებას, რომელიც 3 მილიარდ ევროს მოიცავს. აქედან 150 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს.

მაკროფინანსური დახმარების თანხები შემდეგნაირად განაწილდება: ალბანეთი (180 მილიონი ევრო), ბოსნია და ჰერცეგოვინა (250 მილიონი ევრო), საქართველო (150 მილიონი ევრო), იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (200 მილიონი ევრო), კოსოვო (100 მილიონი ევრო), მოლდოვას რესპუბლიკა (100 მილიონი ევრო), მონტენეგრო (60 მილიონი ევრო), ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (160 მილიონი ევრო), ტუნისის რესპუბლიკა (600 მილიონი ევრო) და უკრაინა (1,2 მილიარდი ევრო).

ევროკომისიის წინადადება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღონ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ამის შემდეგ მაკროფინანსური დახმარების თანხები 12 თვის განმავლობში ხელმისაწვდომი იქნება სესხების სახით, ძალიან ხელსაყრელი პირობებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g