LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს მისცემს

141
1586358892-5e8deadd5ea1b

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 183 მილიონი ევროს მოცულობის თანხას გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერზე“ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორი ლოურენს მერედითი ავრცელებს. მისი თქმით, ევროკავშირი 80 მილიონ ევროს დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის, ხოლო 883 მილიონ ევროს, მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის გამოყოფს. აღნიშნული თანხიდან 183 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს.

დახმარებას ასევე მიიღებენ შემდეგი ქვეყნები:

სომხეთი – 92 მილიონი ევრო,

აზერბაიჯანი -14 მილიონი ევრო,

ბელარუსი – 60 მილიონი ევრო,

მოლდოვა – 87 მილიონი ევრო,

უკრაინა – 190 მილიონი ევრო.

ამავე თემაზე დაწერა ასევე „ტვიტერზე“ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელმაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები