ევროკავშირი ინფორმირებულია, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდა. ამის შესახებ საკუთარ ტვიტერზე წერს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი.
„ეს არის ძალიან სერიოზული საკიხთხი, ვინაიდან მას აქვს გავლენა დიპლომატიური ურთიერთობების ვენის კონვენციის ფარგლებში. ჩვენ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“.- წერს რიკარდ ოიზვიაკი.
შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა – მათი უმრავლესობა სასულიერო პირებს ეხებოდა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები.