LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი უკრაინას 2 მილიარდი ევროთი დაეხმარა

35
EU ukraine

უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება მიიღო – ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

„უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარება მიიღო. დღეს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ტრანში მიიღო ევროკავშირისგან, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. დამატებითი ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვას, კერძოდ კი სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, – განაცხადა შმიგალმა.

აღნიშული თანხა 5 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტის პირველი ნაწილია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები