ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციის დაწყებას Twitter-ზე ეხმაურება.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ საათებში ჩვენი ფიქრები უკრაინასთან, უდანაშაულო ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისკენაა მიმართული, რადგან ისინი ამ არაპროვოცირებულ თავდასხმას აწყდებიან და ეშინიათ მათი სიცოცხლისთვის. ჩვენ კრემლს პასუხისმგებლობას დავაყენებთ,” – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
We strongly condemn Russia´s unjustified attack on Ukraine.
In these dark hours, our thoughts are with Ukraine and the innocent women, men and children as they face this unprovoked attack and fear for their lives.
We will hold the Kremlin accountable.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 24, 2022
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს.
რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე – ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები და ხანძრებია
უკრაინაში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მოხდა ოდესის მექანიზებული ბრიგადის ყაზარმაში. ორი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა კიევში, ხმა ისმის, ასევე, კრამატორსკში, ნიკოლაევში, ბერდიანსკში.