LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის აეროპორტები ხელბარგით 100 მილილიტრზე მეტი სითხის გადატანის შეზღუდვის მოსახსნელად ემზადებიან

150
ხელბარგი

უახლოეს მომავალში ევროკავშირის წვერი ქვეყნების აეროპორტებში, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლოა, ხელბარგით 100 მილილიტრზე მეტი სითხის გადატანის შეზღუდვა მოიხსნას. აღნიშნულ საკითხს ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენცია (ECAC) რამდენიმე დღეში განიხილავს.

ევროკავშირში ამჟამად მოქმედი წესის მიხედვით, ხელბარგით 100 მილილიტრზე მეტი მოცულობის სითხის, აეროზოლის, ლოსიონის და გელის გადატანა აკრძალულია, გამონაკლისს მხოლოდ მედიკამენტები და ბავშვთა საკვები წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რიგ აეროპორტებში უკვე დამონტაჟებულია მაღალი რეზოლუციის 3D CT სკანერები (Computed Tomography), რომლებსაც გარდა იმისა, რომ დიდი ზომის კონტეინერების სკანირება, ასაფეთქებელი ნივთიერებების უფრო ზუსტად ამოცნობაც შეუძლიათ. მოწყობილობამ ევროკომისიის დადებითი შეფასება უკვე მიიღო, თუმცა იმის გამო, რომ ეს აღჭურვილობა ძვირადღირებულია, ევროპის აეროპორტები მასზე თანდათან გადავლენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g