LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ანგარიში: „საქართველოსა და მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი კონსულტაციები ჩავატარეთ და მხარდაჭერა უზრუნველვყავით, ეს ძალისხმევა უფრო გაძლიერდება“

122
--2021-08-11_07-02-51_840744

ევროკავშირი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამოქმედო გეგმის – „სტრატეგიული კომპასის“ შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს წარუდგინა. ანგარიშში საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი:

„აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ჩვენი ერთგულება კიდევ უფრო გაძლიერდა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაღრმავებლად მყარ საფუძველს უზრუნველყოფს.

ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის მხარდასაჭერად მათი ინსტრუმენტების მთელი სპექტრის მობილიზება მოახდინეს, რამაც 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, სულ მცირე, 67 მილიარდი ევრო შეადგინა – სამხედრო, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის სახით.

ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები გვქონდა საქართველოსთან და მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე და ორივე ქვეყანას აღმოვუჩინეთ კონკრეტული მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდისა და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს გაზარდოს მათი მდგრადობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხის კვლევა. ეს ძალისხმევა მომავალ თვეებში უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g