LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილ შშმ პირთა დასაქმების მოდელს სახელმწიფო გადაიბარებს

77

13 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „იოტაში“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის ადვოკატირება და ლობირება“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდებოდა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ოტავა 98“–ის პარტნიორობით.

როგორც პროექტის დირექტორმა, ლია კილაძემ, აღნიშნა,  პროექტმა ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სწავლების შემდგომ დასაქმების პროცესს.

პროექტის ანგარიშში ნათქვმია, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნა დასაქმების ცენტრები თბილისში და სამიზნე რეგიონების ძირითად ქალაქებში (ბათუმი, თელავი)  და ამავე დროს იმერეთის რეგიონის დასაქმების ცენტრმა გააგრძელა ფუნქციონირება. პროექტში ჩართული იყო 4 დასაქმების ცენტრის 4 კონსულტანტი და 4  კოორდინატორი. ასევე შეიქმნა პოტენციური დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიელებელთა ელექტრონული ბაზა, სადაც დარეგისტრირდა სამუშაოს 622 მაძიებელი, 719 დამსაქმებელი. 173 პირი დასაქმდა და 128 შშმ პირი ჩაერთო სტაჟირების პროგრამაში. ასევე გაიმართა ტრენინგები და სხვა ღონისძიებები.

„ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნა და უნარ–ჩვევების განვითარებაში დახმარებაა. მსგავსი პროექტები შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი ამ მიზნის მისაღწევად და აჩვენებს, რომ საზოგადოების ყველა წევრს შეუძლია, იპოვოს სამუშაო და მიიღოს მონაწილეობა ეკონომიკის განვითარებაში,“ – განაცხადა  ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორმა, ქრისტიან დანიელსონმა.

შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის, განცხადებით, პროექტის ფარგლებში შექმნილ დასაქმების უნიკალურ მოდელს სახელმწიფო გადაიბარებს.

ღონისძიებაზე, დაჯილდოვდნენ საუკეთესო რადიოგადაცემის ავტორი, 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებლები და ასევე „ წლის მხარდამჭერი“.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g