LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი: „დაველოდოთ 27 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ყოველი დღე მნიშვნელოვანია და დრო არ უნდა დაიკარგოს“

134
Untitled design

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ევროკავშირი ორგანიზაციის გაფართოების პირველ ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მიმდინარე კვირები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. მისივე თქმით, „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს“.

„ეს აშკარად გადამწყვეტი კვირები იქნება საქართველოსთვის. 8 ნოემბერს, ყველანი ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, ეს მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში იქნება, რომელიც აჩვენებს იმას, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი პროგრესი. ეს ანგარიში იქნება რეკომენდაცია ევროკავშირისთვის, ხოლო 14 და 15 დეკემბერს გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო მიიღებს..

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს, ამაზე მთავრობაც და ოპოზიციაც თანხმდება. დაველოდოთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ყოველი დღე მნიშვნელოვანია და დრო არ უნდა დაიკარგოს“, – თქვა ევროკავშირის ელჩმა.

magti 5g