LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ფინანსური ტრანშის არმიღება ნაკლები პრობლემა იქნება ბიუჯეტისთვის – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

49
-მინისტრის-მოადგილე-გიორგი-კაკაურიძე-1512199976-1024x649

ევროკავშირის ფინანსური ტრანშის არმიღება ნაკლები პრობლემა იქნება ბიუჯეტისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ თანხის საგრანტო ნაწილი და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირთან შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაწერილია და სწორად იყოს ეს ვალდებულებები შესრულებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის განცხადებას მოსამართლეთა დანიშვნისა და საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური ტრანშის თაობაზე.

კაკაურიძის თქმით, საუბარია 75 მილიონ ევროზე ჯამურად, საიდანაც დაახლოებით, 10 მილიონი გრანტის სახით უნდა ყოფილიყო ჩარიცხული. კაკაურიძის თქმით, თანხები გათვალისწინებული იყო წლევანდელ ბიუჯეტში, თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო ამ ტრანშს ვერ მიიღებს, ბიუჯეტს პრობლემა არ შეექმნება და არც ერთ მიმართულებას ამ მიზეზით დაფინანსება არ შეუმცირდება.

„მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ რაც სამუშაო დონზე იყო განხილვები, დიდი რისკი, რომ ეს თანხა არ ჩამოსულიყო, არ იყო. მე ვიცი, რომ პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურები მუშაობდნენ ევროკავშირის შესაბამის ექსპერტებთან, სადაც დეტალურად იხილავდნენ, თუ რა იყო გასაკეთებელი და რა ღონისძიებები გატარდა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, არ იქნება სასურველი, რომ თანხა არ ჩამოვიდეს, რადგან წლევანდელ ბიუჯეტში გაწერილია ეს თანხა შემოსავლების ნაწილში. თუ რა როგორ იქნება, ამას შეაფასებენ ევროკავშირის ექსპერტები, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა, რა იყო ჩადებული იმ ე.წ. მატრიცაში, რომელსაც მოსდევს უკვე თანხის ჩამორიცხვა და ამის მერე მიიღებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას.

ბუფერები იმისთვის არის ბიუჯეტის დეპოზიტებზე, რომ ნაკლები სესხის შემთხვევაშიც, ბიუჯეტის ხარჯებს პრობლემა არ შეექმნას, არც ერთ მიმართულებას დაფინანსება არ მოაკლდება, აქ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები იყოს შესრულებული, ვიდრე ის თანხა, რომელიც სესხის სახით შეიძლება წელს მიგვეღო”, – განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის ევროკავშირის მეორე ტრანშის გამოყოფის წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g