LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროკავშირის კარი ხვალ დილით რომ არ გაიღება, თქვენც იცით, მეც ვიცი და საზოგადოებამაც” – სალომე ზურაბიშვილი

111
unnamed (34)

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ამოცანა ევროკავშირში შესვლაა, თუმცა საკადრისი თანამშრომლობის დონის მისაღებად გარკვეული დროა საჭირო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს სხვა პერსპექტივა ამ ეტაპზე არ გააჩნია. მისივე განცხადებით, დაწყებულია მსჯელობა პარტნიორობის ახალ ფორმატზე, რასაც ასოცირება ჰქვია. პრეზიდენტმა ქვეყნის სამომავლო სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მხოლოდ “ძახილი” ევროკავშირში გაერთიანებაზე, საკმარისი არ არის.

“ევროკავშირის კარი ხვალ დილით რომ არ გაიღება, თქვენც იცით, მეც ვიცი და საზოგადოებამაც იცის. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი ამოცანა. ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის შევაღწიოთ იქ, სადაც დღეს გვჭირდება, რომ მივიღოთ თანამშრომლობის ის დონე, რაც არის საქართველოსთვის საკადრისი და ამას ყველა ხვდება. ევროკავშირში შეღწევა რეალური მიზანია და ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია. სხვა რამეა, რომ დღეს და ხვალ, მომავალ კვირას, ორ თვეში ევროკავშირი არ დაიწყებს მსჯელობას ახალ კანდიდატებზე და ახალ წევრებზე. სამაგიეროდ, დაწყებულია მსჯელობა პარტნიორობის ახალ ფორმატზე, ასოცირება რასაც ნიშნავს და იქ უნდა ვიყოთ ძალიან მომთხოვნი. დღეს ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც ხვალ ინსტიტუციურად გაფორმდება. ეს არის სტრატეგია და ისე ძახილი, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მე აღარ მყოფნის”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g