LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მიერ სანქცირებულ 200-მდე პირს შორის გრეგორი ლეპსიც მოხვდა

196
გრეგოლი ლეპს

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტში აღნიშნულია, შეზღუდვები 200-მდე ფიზიკურ პირს დაუწესდა.

სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წევრი, განათლების მინისტრი სერგეი კრავცოვი, მეცნიერების მინისტრი ვალერი ფალკოვი, კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა, ასევე 7 რუსი გუბერნატორი.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა

სანქცირებულთა შორის არიან: ტელეწამყვანი ბორის კორჩევნიკოვი, მომღერალი გრიგორი ლეპსი, რეჟისორი და ტელეწამყვანი ნიკიტა მიხალკოვი, მთარგმნელი და ბლოგერი დიმიტრი პუჩკოვი და რამზან კადიროვის ქალიშვილები – აიშატი და კარინა.

შეზღუდვები შეეხო, მოსკოვის საკრედიტო ბანკს, რუსულ რეგიონული განვითარების ბანკს, შორეული აღმოსავლეთის ბანკსა და როსკომნადზორს.

ახალი პაკეტის მიხედვით, შეზღუდვების ქვეშ მოექცა 168 რუსული კომპანია: სამხედრო-სამრეწველო, სამთო და ენერგეტიკის სექტორებში.

ამასთან, რუსეთის პირველმა არხმა, ტელეკომპანია Rossiya, NTV და Ren-TV დაკარგეს ლიცენზია ევროკავშირის ქვეყნებში მაუწყებლობისთვის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g