LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მხარდაჭერით, წყალტუბოში საშობაო ბაზრობა გაიმართა

54
269748228-614778616272699-9104782944594041100-n

People in Need (PIN), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის LAG Tskaltubo ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალურ მოედანზე, პროექტის მიერ მხარდაჭერილი ბენეფიციარების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ჩეხეთის საელჩოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი და მუნიციპალური მთავრობის, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები.

საშობაო ბაზრობაზე აგრეთვე მოწვეული იყვნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი წარმატებული ბიზნესები, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, ახლოს გაცნობოდნენ წყალტუბოს ადგილობრივ წარმოებას და დაეგეგმათ სამომავლო თანამშრომლობა. გამოფენა გაყიდვის სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნოთ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი სხვადასხვა საწარმო და დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი წარმოების საინტერესო პროდუქცია.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ღონისძიების ბმულს: https://tinyurl.com/bna9dwc8

პროექტი “წყალტუბოს განვითარების ჯგუფი” ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროექტი წყალტუბოს რეგიონში LEADER-ის მიდგომის დანერგვით, წვლილს შეიტანს სიღარიბის შემცირებაში და განავითარებს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვას. მცირე გრანტების ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება ინდივიდუალური ბიზნეს და სოციალური ინიციატივები, რომლებიც ინოვაციას შეიტანენ რეგიონში და გააუმჯობესებენ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს.  

ENPARD-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:  https://eu4georgia.eu/ka/enpard/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები