LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი წესის ამოქმედება გადაიდო – როდიდან შევა ძალაში ETIAS სისტემა

252
eu

“სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემის” (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადაიდო.

ევროკომისიის მიგრაციისა და შიდა საკითხთა გენერალურმა დირექტორატმა ETIAS (European Travel Information and Authorisation System) სისტემის ამოქმედების საბოლოო თარიღი შეცვალა. მისი შემოღება 2023 წლის შემოდგომაზე იყო დაგეგმილი.

2024 წლიდან 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისთვის ნებართვა დასჭირდებათ. სისტემა ETIAS ევროპაში მოგზაურობისას ინფორმირებასა და ავტორიზაციის გავლას გულისხმობს.

2022 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტი საყიდლების მიზნით განხორციელდა - საქსტატი

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში.

მოგზაურობის მსურველებს განაცხადის შევსება გამგზავრებამდე, ელექტრონულად მოუწევთ, რაც 7 ევრო ეღირება. ახალი წესი შეეხება საქართველოს მოქალაქეებსაც. ნებართვის აღების ვალდებულება იმ სახელმწიფოების მოქალაქეებს ექნებათ, რომლებსაც შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზა არ აქვთ.

ცვლილებების მიზანი ევროპაში უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. სისტემა ETIAS ვიზიტორებთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას შეაგროვებს.

განაცხადის შევსების შემდეგ მოქალაქისთვის გაგზავნილი ნებართვა სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს, შესაბამისად, იმ სააპლიკაციო ფორმას, რომელსაც მოქალაქეები შეავსებენ, სამწლიანი ვადა ექნება.

სპეციალური ფორმის შევსებას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. მას 18 წელს ზევით მყოფი მოქალაქეები ავსებენ. შევსებული განაცხადი ელექტრონულად ინახება მონაცემთა ბაზაში, ამიტომ მისი ამობეჭდვა საჭირო არ არის, ხოლო მოგზაურობის შესახებ დასტური მალევე, ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g