LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა გაიზარდა

162

2016 წლის სექტემბერში საქართველოში ჩამორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 13.1 პროცენტით გაიზარდა და 100.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობას –  11 პროცენტით გაიზარდა და 15.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო თვეში მკვეთრად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობა (21.4 პროცენტი), რაც ძირითადად საბერძნეთიდან, იტალიიდან გადმორიცხვების მაღალი ტემპის შედეგია.

გზავნილების ზრდა ასევე, ძირითადი ქვეყნებიდან აშშ (39.5 პროცენტი), თურქეთი (44.7 პროცენტი) და ისრაელიდან (97.2 პროცენტი) გადმორიცხვების მატებამ განაპირობა.

კვლავ შემცირებულია რუსეთიდან გადმორიცხული თანხები (-4.9 პროცენტი). მოიკლო ყაზახეთიდან (-25.4 პროცენტი), უკრაინიდან (-10.5 პროცენტი), აზერბაიჯანიდან (-7.3 პროცენტი) და ესპანეთიდან (-2.1 პროცენტი) ფულადმა ტრანსფერებმა. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (34.9 პროცენტი) და ევროკავშირის ქვეყნები (31.1 პროცენტი) წარმოადგენს.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები კლებადი, ხოლო ევროკავშირიდან ზრდადი ტენდენციით ხასიათდება.

საანგარიშო თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რუსეთიდან გადმორიცხვების წილი მთლიან ფულად გზავნილებში 6.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g