LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 44.4%-ით გაიზარდა

144
ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938 644 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-იანი, 2019 წელთან შედარებით კი 6.4%-იანი ზრდაა.

იანვარ-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია (ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4%-იანი აღდგენაა).

აღსანიშნავია ევროკავშირიდან ვიზიტორების ზრდის რეკორდული მაჩვენებლები – იანვარ-მარტის პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ოდენობა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 44.4%-ით მეტია.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია (2019 წელთან შედარებით ზრდა 46.1%) და გაერთიანებული სამეფო (ზრდა 2019 წელთან 27%.).

გაზრდილია მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების ოდენობაც: სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 27.9%-ით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა 21.6%-ია. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია საუდის არაბეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 33.5%-ით, ხოლო  ქუვეითიდან ვიზიტები – 66.3%-ით.

„განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო მიმდინარე წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის. სასიხარულოა, რომ იზრდება ტურისტული ნაკადები ევროპის ქვეყნებიდან. ჩვენ ვაგრძელებთ დივერსიფიკაციის პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო არეალზე იმისთვის, რომ მიმდინარე წელს ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩვენს ქვეყანაში, მივიღოთ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან და ამ სექტორში ჩართულმა მეწარმეებმა შექმნან მეტი ახალი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა  ეკონომიკისა და მდრგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული  მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g