ევროკავშირის სახელმწიფოებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის, დაახლოებით, 23 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს, – ამის შესახებ ევროკომისარმა მართლმსაჯულების საკითხებში, დიდიე რენდერსმა განაცხადა. ინფორმაციას კი Reuters ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ეს მაჩვენებელი მოსალოდნელზე ბევრად უფრო ნაკლებია.
რუსეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებმა გამოიწვია მისი ცენტრალური ბანკის აქტივების, დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინვა გლობალურად. დიდიე რენდერსის ინფორმაციით კი, ევროკავშირის ქვეყნებში ამ აქტივების მხოლოდ ერთ მეათედზე ნაკლებია დაყადაღებული.
„ამასთან, დიდიე რენდერსის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა ასევე გაყინეს ფიზიკური პირების დაახლოებით 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები“,- წერს Reuters.