LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებში ჰაერი უფრო სუფთა გახდება

202
WhatsApp-Image-2024-02-21-at-18.41.59-1

ევროპული პარლამენტი და ევროკავშირის ქვეყნები ჰაერის ხარისხის სტანდარტების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. ახალი წესის დამსახურებით 2050 წლისთვის ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე შემცირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე წერია.

2030 წლისთვის პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია ორჯერ და რიგ შემთხვევაში სამჯერ უფრო ნაკლები უნდა იყოს.
ევროკავშირის მოქალაქეებს უფლება ექნებათ მიიღონ კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუკი ჰაერის დაბინძურების გამო მათ ჯანმრთელობას ზიანი მიადგა.

ჰაერის დაბინძურებას სასუნთქი გზების დაავადებების და გულის უკმარისობის გამოწვევა შეუძლია.

თუკი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კანონს მიიღებენ, 2030 წლისთვის ევროპელთა მხოლოდ 12% იცხოვრებს ისეთ ადგილას, სადაც ჰაერი ნორმების შეუსაბამოა. ევროსტატის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპაში 25%-ით შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები