ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭოს ბოლოდროინდელი დასკვნების გათვალისწინებით, საბჭო ხელახლა ადასტურებს კავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე.
ამავდროულად, იმეორებს შეშფოთებას მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით.
„ევროპული საბჭოს ბოლო დასკვნების ფონზე, [ევროკავშირის] საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე.
ამავდროულად, ის [ევროკავშირის საბჭო] იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონზე, ისევე, როგორც სხვა კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის საყრდენ ღირებულებებსა და პრინციპებს და რომლებიც უკუსვლას წარმოადგენს ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრულ ნაბიჯებში.
[ევროკავშირის] საბჭო იხსენებს, რომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ ქმედებების მსგავსი კურსი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ გზას, რამაც გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო გაჩერება გამოიწვია“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს.
„[ევროკავშირის] საბჭო დამწუხრებულია საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.
საბჭო მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას.
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა პატივი უნდა სცენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და ძალის გამოყენებისგან შეიკავონ თავი. ძალადობის ყველა აქტი უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”, – ნათქვამია ანგარიშში.