ევროკავშირის საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა.
30 აგვისტოს მდგომარეობით, ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება: ალბანეთი, სომხეთი, ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრუნეი, კანადა, იაპონია, იორდანია, ახალი ზელანდია, ყატარი, მოლდოვა, საუდის არაბეთი, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, უკრაინა და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.
იმ ქვეყნების სიიდან, რომლებისთვისაც რეკომენდებულია სამოგზაურო შეზღუდვების გაუქმება, ამოიღეს ისრაელი, კოსოვო, ლიბანი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და აშშ.