LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირისკენ შემდეგი ნაბიჯის შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება – დარჩით ევროკავშირის გზაზე!“ – პაველ ჰერჩინსკი

133
პაველ ჰერჩინსკი

„ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიმართა მოუწოდა დარჩნენ ევროკავშირის გზაზე.

დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს.

„ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს აერთიანებს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე, ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით.

დარჩით ევროკავშირის გზაზე!

დარჩით ევროკავშირის გზაზე!

ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. იმედია, ისიამოვნებთ აქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით და შესაძლებლობებით, მხიარულად გაატარებთ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გილოცავთ ევროპის დღეს, წინ საქართველო, წინ!“-განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები