LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთს ნავალნის დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა

90
Capture

ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ევროკავშირმა მოგზაურობაზე აკრძალვა დაუწესა და ევროპაში აქტივები გაუყინა ოთხ რუს მაღალჩინოსანს. ესენია: რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, ეროვნული გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი და ფედერალური პენიტენციური სერვისების დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი. ბრიუსელის განმარტებით, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ნავალნის თვითნებურ დაპატიმრებაში, ასევე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების რეპრესიებში.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა 7 რუსი კერძო პირისა და 14 დაწესებულებების წინააღმდეგ გამოსცა სანქციები. შეერთებულ შტატებს ჯერ არ დაუსახელებია სასანქციე სიაში შესული პირების ვინაობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g