LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირმა გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად, კეთროვანია“ – ბადრი ჯაფარიძე

145
ბადრი ჯაფარიძე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „დღეს სანქციები შეეხო დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ ელიტა“.

მისი თქმით, ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნებას“ ევროპაში არავინ ეპატიჟება და იმას, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ის ძალაა, რომელიც პრაქტიკულად, არის კეთროვანი და რომელთან ურთიერთობას ცივილიზებული სამყარო ერიდება.

„დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით, ევროკომისია წინადადებას წელს წარადგენს – გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას“ – კაია კალასი

„როგორც ვხედავთ, სანქციები ყოველდღიურად მოდის. დღეს სანქციები შეეხო დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ ელიტა. ცხადია, ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნებას“ ევროპაში არავინ ეპატიჟება და იმას, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ის ძალაა, რომელიც პრაქტიკულად, არის კეთროვანი და რომელთან ურთიერთობას ცივილიზებული სამყარო ერიდება.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს დიდი ბრიტანეთის მინისტრის განცხადება, როდესაც ის შეხვდა საქართველოს ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრს. ის მან მოიხსენია როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ ე.წ მთავრობის მიმართ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g