“ევროკავშირმა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია – მოზრდილი მოსახლეობის 70%-მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, 57% კი სრულად ვაქცინირებულია.” – აცხადებს ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარი სტელა კირიაკიდესი და ამბობს, რომ პროგნოზების მიხედვით, ზაფხულის ბოლოსთვის ბლოკი დასახულ მიზანს მიაღწევს – სრულად აცრას ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 70 %.
ვაქცინაციის წარმატებით მიმდინარეობაზე საუბრობს ვროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ამბობს, რომ ამ მაჩვენებლებმა ევროპა მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოებს შორის დააყენა, მაგრამ ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რადგან ე.წ. “დელტა შტამი”, რომელიც დომინანტი გახდა, ძალიან საშიშია.
“პროცესში საზოგადოების ჩართვა ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. “დელტა” ვარიანტი ძალიან საშიშია. ამიტომ ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ, საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობის დასაცავად.” – თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
ევროკავშირის ქვეყნებში, ისევე როგორც აშშ-სა და ბრიტანეტში, ვაქცინაციის კამპანია თავდაპირველად გაჭიანურდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ვაქცინების დოზების, განსაკუთრებით კი “ასტრაზენეკას” განაწილების შეფერხება იყო. ამ შემთხვევის გამო, ევროკავშირმა სასამართლო პროცესებიც კი დაიწყო.