ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. ცნობილი ხდება, რომ EU სანქციებს უწესებს 217 რუს ფიზიკურ და 18 იურიდიულ პირს.
ევროკავშირის განმარტებით, სანქცირებულ პირებს გაეყინებათ აქტივები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებსა და კომპანიებს მათი დახმარება აეკრძალებათ. ასევე, ისინი ვერ შეძლებენ შესვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ფიზიკურ პირებს შორის არიან კრემლის მაღალჩინოსნები პუტინის შვილები კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, ასევე ალექსი ფილატოვი, იგოტ მასლოვი, ვიაჩესლავ კანტორი, ალექსი პიმანოვი, იგორ კოროჩენკო, ვლადიმერ სუნგორკინი, ოლეგ დობროდეევი, პაველ გუსევი, ელენა პეტროვნა, ძმები როტენბერგები, კირილ შამალოვი და აშ.
იურიდიული პირებს შორის ოთხი მსხვილი რუსული ბანკია: Bank Otkritie, Novikombank, Sovcombank, და VTB.
“დღევანდელი გადაწყვეტილება შემაკავებელი ზომების მეხუთე პაკეტის ნაწილია, რომელიც ევროკავშირმა დააწესა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო” – წერს ევროკავშირი.