უკრაინაში განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეხუთე პაკეტის ამოქმედებას იწყებს.
ახალი სანქციების შეთანხმების შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის წარმომადგენლობა ავრცელებს, საფრანგეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გავრცელებულ ინფორმაციაში ფრანგული მხარე აღნიშნავს, რომ ეს ძალიან არსებითი პაკეტი აფართოებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ახალ სფეროებზე.
მედიასაშუალებების ცნობით, ტექსტი, რომელიც ოლიგარქების, რუსული პროპაგანდის მონაწილეების, უსაფრთხოების და სამხედრო აპარატის წევრების, ასევე სამრეწველო და ტექნოლოგიური სექტორის ერთეულების სახელებს მოიცავს, ოფიციალურად ხვალ გამოქვეყნდება.
სანქციების პაკეტი ითვალისწინებს:
? რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვას;
? რამდენიმე რუსული ბანკის აქტივების გაყინვას;
? ემბარგოს რუსეთში იარაღის მიწოდებაზე;
? ექსპორტის აკრძალვას რუსეთში;
? რუსეთის დროშით მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას
“მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს მოაწერენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტზე, დაწესდება ემბარგო რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე, ასევე შეზღუდავს სატვირთო და საზღვაო გადაზიდვებს რუსეთიდან და ბელარუსიდან, შემოიღებს აკრძალვას რუსული ხიზილალის და არყის იმპორტზე. კიდევ უფრო შეზღუდავენ რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტს და ასევე დააყადაღებენ ზოგიერთი რუსული სახელმწიფო ბანკის აქტივებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
?#Ukraine | COREPER II approves a new package of sanctions in the context of the Russian aggression against Ukraine.
This very substantial package extends the sanctions against Russia to new areas and notably includes ⤵️ 1/5#EU2022FR pic.twitter.com/njjN0XpGCo
— Présidence française du Conseil de l’UE ???? (@Europe2022FR) April 7, 2022