LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა

143
Capture

ევროკავშირმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ევროკავშირში შვედეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ.

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და სერიოზული შედეგების მომტანი სანქციები, რათა დაეხმარონ უკრაინას ომში გამარჯვებაში. ევროკავშირი ერთიანია უკრაინასა და უკრაინელ ხალხთან. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – აღნიშნულია ევროკავშირის თავმჯდომარე შვედეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.

პაკეტი მოიცავს ექსპორტის უფრო მკაცრ შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების საქონელთან დაკავშირებით, ასევე სანქციებს ომის მხარდამჭერი, პროპაგანდის გამავრცელებელი და იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს დრონებს აწვდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები