LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, დიპლომატები საკითხზე პროგრესის მიღწევას 30 მაისს შეეცდებიან – „როიტერი“

54
260243543_0_160_3073_1888_1920x0_80_0_0_d5c11dca225c4fc465b9253c47c627f8

ევროკავშირმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გადასაწყვეტი, მაგრამ ევროკავშირის დიპლომატები რუსული ნავთობის ემბარგოზე პროგრესის მიღწევას 30 მაისს, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე შეეცდებიან.

ნავთობის იმპორტზე სანქციები არის ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო. „როიტერი“ წერს, რომ მთელი პაკეტი უნგრეთმა შეაჩერა, რომელიც ამბობს, რომ ნავთობის ემბარგო იქნება დარტყმა მისი ეკონომიკისთვის, რადგან არ შეუძლია, ადვილად მიიღოს ნავთობი სხვა ქვეყნისგან. მსგავსი შეშფოთება გამოთქვეს სლოვაკეთმა და ჩეხეთმა.

როგორც გამოცემა წერს, ჩიხიდან გამოსასვლელად, ევროკომისიამ მხარეებს შესთავაზა, რომ აკრძალვა გავრცელდეს მხოლოდ ევროკავშირში ტანკერებით შემოტანილ რუსულ ნავთობზე, რის გამოც უნგრეთს, სლოვაკეთსა და ჩეხეთს შეეძლებათ, გააგრძელონ რუსული ნავთობის მიღება რუსული „დრუჟბას“ მილსადენით გარკვეული დროით, სანამ ალტერნატიული მიწოდება არ იქნება შესაძლებელი. ბუდაპეშტი მხარს უჭერს ამ წინადადებას, მაგრამ მოლაპარაკებები შეფერხდა ევროკავშირის დაფინანსებაზე, რადგან უნგრეთს სურს, გაზარდოს ნავთობსადენის სიმძლავრე ხორვატიიდან და გადამამუშავებელი ქარხნები რუსული ურალის ნავთობიდან „ბრენტის“ ნავთობზე გადაიყვანოს. ამ საკითხს დიპლომატები 30 მაისს განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები