LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა შენგენის შეთანხმების შიდა ზონაში სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი სამი თვით გაახანგრძლივა

67

ევროკავშირმა შენგენის შეთანხმების შიდა ზონაში სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი,  სამი თვით გაახანგრძლივა.  „ბი-ბი-სი“ -ს ცნობით, გადაწყვეტილება ევროპულმა კომისიამ მიიღო და ეს  რეჟიმი ეხება ავსტრიაში, გერმანიაში, დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.
ევროპული კომისიის განცხადებით, ევროკავშირ-თურქეთის შეთანხმების დამსახურებით, მართალია, მიგრანტების შედინება შემცირდა, მაგრამ ადამიანები მაინც გადადიან საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში.  სასაზღვრო კონტროლის გაუქმება კი ე.წ. „მეორადი მიგრაციის“ ტალღას გამოიწვევდა ევროპის შიგნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g