ევროკავშირმა ორი ქვეყანა: სერბეთი და მონტენეგრო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. საბჭომ სია, რომელშიც 14 ქვეყანა იყო შესული 12-მდე შეამცირა.
ამჯერად, უსაფრთხო ქვეყნებად სერბეთი და მონტენეგრო აღარ ითვლებიან.
ევროკავშირის საბჭო საზღვრებს უხსნის საქართველოს, ავსტრალიის, ალჟირის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, კანადის, მაროკოს, რუანდის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებს.
რაც შეეხება ჩინეთს, ევროკავშირი საზღვარს მხოლოდ ორმხრივი მზაობის შემდეგ გაუხსნის.
სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება. 14 ქვეყნისგან შემდგარი სია ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა.