უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეხუთე თვეს ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის 1 მილიარდი ევროს ოდენობის გაცემის შესახებ.
ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა Twitter-ზე დაწერა.
„ევროკავშირის სახელით უკრაინასთან გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა უზრუნველყოს მაკროფინანსური დახმარება 1 მილიარდი ევროს ოდენობით, საგანგებო დაფინანსების სახით. ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად” , – განაცხადა დომბროვსკისმა.
მისივე თქმით, ახლა უკრაინის ეკონომიკა საომარ მდგომარეობაშია და ევროკავშირი განაგრძობს კიევისთვის დახმარების აღმოჩენას.
Signing Memorandum of Understanding with ?? on behalf of EU to provide €1 billion macro-financial assistance as emergency funding.
This will be paid out end-July to support Ukraine’s government & people.Ukraine is an economy at war. The EU is here to help. #StandWithUkraine pic.twitter.com/rXaWdGAJhw
— Valdis Dombrovskis (@VDombrovskis) July 19, 2022