ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, 2021 წელს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა. ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია მოსახლეობის 83%-ისთვის, 8%-სთვის მიუღებელია, 8% კი ამბობს, რომ არ იცის.
ნატოში გაწევრიანება 77%-სთვის მისაღებია, 11%-სთვის მიუღებელი, 12% -მა კი არ იცის.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.