LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში ხელბარგით სითხის გადატანის წესები იცვლება

107
1536x864_cmsv2_041c6614-f189-55d

ევროკავშირის ტერიტორიაზე თვითმფრინავით მგზავრობისას, ამიერიდან ხელბარგში 2 ლიტრამდე სითხის გადატანა იქნება ნებადართული. ამის შესახებ Euronews წერს, ევროკომისიის ბოლო ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შესაბამისი ცვლილებების თანახმად, ხელბარგით გადატანილი სითხის მაქსიმალური დასაშვები მოცულობა 2 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს.

გარდა ამისა, მგზავრებს აღარ მოუწევთ სითხეების მხოლოდ 100 მილილიტრიან ბოთლებში გადანაწილება, რაც აქამდე სავალდებულო იყო უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე.

აქამდე მოქმედი რეგულაციები, რომლებიც სითხის მაქსიმალურ მოცულობას 1 ლიტრით ზღუდავდა და 100 მლ-იან ბოთლებს ითხოვდა, მოგზაურებისთვის ხშირად სერიოზულ დისკომფორტს ქმნიდა. თანაც ყველანაირი სითხე იქნებოდა ეს გელი, ლოსიონი, სპრეი თუ სხვა რამ – გამჭვირვალე ჭურჭელში უნდა ყოფილიყო მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ სიახლეს სხვადასხვა აეროპორტები ეტაპობრივად შეუერთდებიან და მგზავრებს სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ, რადგან შესაძლოა გაფრენის აეროპორტში 2 ლიტრამდე სითხე დაშვებული იყოს, ხოლო ჩაფრენის ავიაბაზამ ეს წესი პრობლემად აქციოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები